|
|
|
|
||||
|
"ადილა" |
ანსამბლი “ადილა” ჩამოყალიბდა 2001 წელს, ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ბაზაზე. 2006 წელს მოხდა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება, ამიტომ ანსამბლის სრული სახელწოდებაა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული სიმღერის ანსამბლი “ადილა”. ანსამბლს სამხატვრო ხელმძღვანელობას უწევს ღირსების ორდენოსანი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის კონკურსების ლაურეატი, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “ქუთაისი”-ს სოლისტი და დირიჟორი მაიზერ გაზდელიანი. “ადილას” რეპერტუარში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორია გაცოცხლებული: იმერული “სახუმარო”, ლეჩხუმური “მაყრული”, სვანური “ფერხული”, გარეკახური “საჭიდაო”, მეგრული “ჩელა” და “კუჩხი ბედინერი”, აჭარული “მაყრული”… ასევე ანსამბლის წევრები დაუფლებული არიან ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრის ხელოვნებას (ფანდური, ჩონგური, სალამური, დოლი, დაირა, დიპლიპიტო, გუდასტვირი და ჭიბონი). ანსამბლ “ადილა”-ს სასცენო ნათლობა 2001 წლის 12 ივნისს შედგა სტუდენტურ ფესტივალზე. 2002 წელს მონაწილეობა მიიღო ფოთის ძუკუ ლოლუას სახელობის ხალხური სიმღერის ფესტივალში, გახდა ლაურეატი და სპეციალური პრიზის მფლობელი.
ადილას წევრები არიან: 7. ხურცია გივი 10. ედიბერიძე გიორგი 12. მერკვილაძე რატი
2003 წლის 10-12 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ხობის ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალში, სადაც ფოლკლორისტთა დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. მიიღო სპეციალური პრიზი - დიპლომი და ოქროს მედალი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ანსამბლმა. ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურმა “ადილა” დააჯილდოვა დიპლომით, როგორც იმერეთის რეგიონის საუკეთესო ახალგაზრდული ანსამბლი. 2004 წლის ივნისის თვეში ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო გუდასტვირების საერთაშორისო ფესტივალში, ნიდერლანდების სამეფოში. ანსამბლის მიზანია ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა და მისი შენახვა, ხალხური სიმღერისა და საკრავების აგიტაცია-პოპულარიზაცია როგორც ეროვნული განძი, მსმენელთათვის ორიგინალური შესრულებით მიტანა-მოსმენინება, მივიწყებული სიმღერებისა და ძველი ჩანაწერების აღდგენა-შესწავლა, ქართული ხალხური ფოლკლორის იშვიათი ნიმუშების დამუშავება და შესრულება. ამას გარკვეულწილად ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ თითოეული წევრი სხვადასხვა რაიონიდან არის ჩამოსული და მოაქვთ ამ რაიონის ფოლკლორული ჩანაწერები, ეძებენ ხალხური სიმღერის შემსრულებლებს. ანსამბლის ხელმძღვანელი მაიზერ გაზდელიანი ხალხური საკრავების დამზადების ოსტატია. იგი დღესაც აქტიურად აგროვებს ნივთიერ და მეცნიერულ მასალებს, რომ შეისწავლოს და დაამზადოს თითქმის დავიწყებული ქართული ხალხური საკრავები, ისინი ხომ ეროვნული კულტურისა და ტრადიციების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, რომელსაც მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. |
|||
| Links |
|
|||