|
|
|
|
||||
|
საქართველოს ტერიტორიაზე უხვად გაბნეული ღირშესანიშნავი მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები, ციხე-სიმაგრეები, ტაძრები, ეროვნული ტანსაცმელი, საეკლესიო საგალობლები, ხალხური სიმღერები და საკრავები… თვალნათლივ მოწმობენ ჩვენი წინაპრების საზოგადოებრივი ყოფის მაღალ დონეს, მათ დიდ კულტურას და სულიერებას. ქართულმა ხალხურმა სიმღერამ დასაბამი ათეულ საუკუნეთა მიღმა აიღო. ხალხის წიაღში გაფანტული, ხალხის მიერვე შემონახული საგალობლები, ფოლკლორული ჰანგები; "შენ ხარ ვენახი" “მზე შინა”, “ლილე”, “ბატონები”, “მუმლი მუხასაო”, “შავლეგო” ყველა ქართულ ოჯახში ისმოდა. ქართულ ხალხურ “იავნანაზე” აღიზარდნენ ჩვენი სახელოვანი გმირები, საამაყო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწენი. დღეს კი … როცა ასე გვაკლია და გვჭირდება, როცა თითქმის გადავივიწყეთ თუ გავარემიქსეთ ჩვენი კულტურის, ზნეობისა და სიყვარულის ქართული სუნთქვა, ქართული ჰანგი - საამაყოა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი “ადილა”. |
||||
| დაგვიკავშირდით | ||||
| Links |
|
|||