გვერდები:   [1] [2]

Index   |

  English

         "ადილა"

| 24.10.2007 |

“ადილამ” ჩაატარა კასტინგი და მიიღო ახალი წევრები, მათ შორის პირველად გოგონები. “ადილას” რიცხვობრივი რაოდენობა გაიზარდა. მომავალ კასტინგზე განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება მომღერალ და მოცეკვავე მონაწილეებზე რომელიც 2008-2009 წლებში განხორციელდება. ამით გაიზრდება “ადილას” შემოქმედებითი პროგრამის მრავალფეროვნება

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 25.09.2007 |

“ადილას” რამოდენიმე წევრი და ხელმძღვანელი ბატონი მაიზერ გაზელიანი ტურნეში იმყოფებოდნენ გერმანიაში ანსამბლ “ბაგრატთან” ერთად. ჩატარდა 12 კონცერტი გერმანიის მრავალ ქალაქში საკონცერტო დარბაზებსა და ეკლესიებში. თურნეს კულმინაცია იყო ანსამბლ “ადილას” დამაარსებლის და ხელმძღვანელის ბატონი მაიზერ გაზდელიანის მიერ შვეიცარიაში ქალაქ ციურიხში საზოგადოებასთან ჩატარებული ლექცია კონცერტი.ქართული სიმღერის და საკრავების გარშემო რომელმაც 2 საათზე მეტ ხანს გასტანა და ქართული ფოლკლორისადმი უცხოელთა ინტერესი გამოიწვია და მსგავსი ღონისძიებების მომავალში მოწყობაზეც გაიმართა საუბარი.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 10.07.2007 |

ანსამბლი “ადლა” და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლი “კოლხა” გაემგზავრნენ ტურნეში თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სადაც ჩატარდა კონცერტები თურქი და უცხოელი ტურისტებისთვის. ტურნე ძალიან შედეგიანი და საინტერესო იყო.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 30.06.2007 |

გაიმართა “ადილას” ყოველწლიური ტრადიციული საანგარიშო კონცერტი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ “გიორგობასთან” ერთად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმციფო დრამატულ თეატრში. ონცერტი 1000ზე მეტმა მაყურებელმა ნახა და სპეციალისტების, პრესის დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 17.05.2007 |

“ადილამ” მონაწილეობა მიიღო ფესტივალ “შობიდან აღდგომამდე” დასკვნით კონცერტში, ქალაქ ქუთაისში კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 17.05.2007 |

ქუთაისში ბაგრატის ეზოში ჩატარდა “არტ-გენის” რეგიონალური ფესტივალი სადაც იმერეთის რეგიონის ყველა რაიონნის ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. ნსამბლი “ადილა” მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული სუფრით და ხალხური საკრავური მუსიკით და ინსტრუმენტებით ხვდებოდა სტუმრებს. უფრო გამყარდა ურთიერთობა ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხის მოხუცთა ანსამბლ “ოდილა”-სთან.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 27.11.2006 |

ანსამბლი “ადილა” ქალაქ ქუთაისის მთავრობის დელეგაციასთან ერთად რომელსაც იმერეთის მხარის გუბერნატორი ბატონი აკაკი ბობოხიძე ხელმძღვანელობდა, იმყოფებოდა უკრაინაში, ქალაქ ჟიტომირში იმერეთის მხარის კულტურის დღეებში მონაწილეობის მისაღებად. გაიმართა რამდენიმე კონცერტი და კულტურული ღონისძიება. ქართულ სიმღერას მონატრებული უკრაინელი მაყურებელი ოვაციით ხვდებოდა “ადილას’ მიერ შესრულებულ სიმღერებს, განსაკუთრებული ტაში კი დამსახურა სიმღერამ “სულიკო”. “ადილას” პროგრამაში უკრაინული სიმღერაც იყო, რაც მასპინძლებისთვის მეტად სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. “ადილამ” ასევე მონაწილეობა მიიღო ქალაქ ჟიტომირში ქართული წარმომადგენლობის სახლის პრეზენტაციაში.

გაიმართა ერთობლივი უკრაინულ-ქართული კონცერტი სადაც ანსამბლმა “ადილამ” მონაწილეობა მიიღო უკრაინულ ანსამბლ “რადოსლავთან” ერთად.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 03.10.2006 |

ანსამბლი “ადილა” მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალ “ჩვენებურების” დასკვნით კონცერტში, რომელიც გაიმართა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ანსამბლ “ადილასთვის” დიდი პატივი იყო ისეთ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობის მიღება როგორებიც არის “რუსთავი”, “ერისიონი”, “სუხიშვილები”, ოზურგეთის ხალხური სიმღერის ანსამბლი და სხვა მრავალი. “ადილას” მიერ შესრულებულ “იმერულ სახუმაროს” რომლის თანხლებით ცეკვა შეასრულა “ადილას” 70 წლის წევრმა ბატონმა გიორგი ძოწენიძემ, რომელსაც მაყურებელი დიდი მოწონებით და ხანგრძლივი ტაშით შეხვდა. .:სურათები

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 23.09.2006 |

2006 წლის 21 სექტემბერს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო გელათის მონასტრისა და სასულიერო აკადემიის 900 წლისთავისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებაში.

ამავე დღეს, გელათის მონასტერში, ღმრთისმშობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.  .:სურათები

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 25.07.2006 |

2006 წლის 15-23 ივლისს ანსამბლი „ადილა“  მიწვეული იქნა ქ. თბილისში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალ „არტ გენ“-ში მონაწილეობის მისაღებად, ფესტივალ „ჩვენებურები“-ს ორგანიზატორების - ანზორ ერქომაიშვილისა და დარეჯან კუხიანიძის მიერ. .  .:სურათები

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 27.03.2006 |

2006 წლის 27 აპრილს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის ოპერის თეატრში გაიმართება ანსამბლის კონცერტი.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 19.02.2006 |

2006 წლის თებერვლის თვეში ქუთაისში დაარსდა „ჩოხოსანთა საზოგადოების“ იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა სტუმრად მიწვეულმა ანსამბლმა „ადილამ“. ანსამბლის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ჩოხოსანთა საზოგადოების მხრიდან. მათ სურვილი გამოთქვეს რომ ანსამბლი საზოგადოების წევრი გამხდარიყო, რაც დიდი სიამოვნებით იქნა მიღებული და ადილას ყველა წევრი ჩოხოსანთა საზოგადოებაში გაწევრიანდა.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 17.01.2006 |

     2006 წლის 13 იანვარს გაიმართა ანსამბლ „ადილა“-ს სოლო კონცერტი. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში თავი მოიყარა ქართული სიმღერის უამრავმა  თაყვანისცემელმა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. მოსული მსმენელი აღტაცებას ვერ მალავდა შესრულების მაღალი დონის, პროგრამის მრავალფეროვნების, სოლისტების საშემსრულებლო დონის, ქართული საკრავიერი მუსიკის და ქორეოგრაფიული ფოლკლორული ნიმუშების ორიგინალური შესრულების გამო. კონცერტი მაყურებლის მოთხოვნით დაგეგმილზე უფრო მეტ დროს გაგრძელდა.

კონცერტის დასასრულს მაყურებელს და ანსამბლის წევრებს მიესალმენ ცნობილი მოღვაწეები და მაღალი შეფასება მისცეს „ადილას“ შემოქმედებას.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

| 09.01.2006 |

     ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ ტეატრში, 13 იანვარს შესდგება ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ქართული სიმღერის ანსამბლ "ადილა"-ს სოლო კონცერტი. დასაწყისი 16 საათზე.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

გვერდები:   [1] [2]

         პროგრამა

         ფოტო გალერეა

         ჩანაწერები

         მხარდამჭერები

         სტუმართა წიგნი

   დაგვიკავშირდით

         სიახლე 

 Links
   

 - www.hangebi.ge

 - www.heritage.ge

 - www.children.iatp.ge

 - www.hailander.org

 - Download Geo Font