|
|
|
|
გვერდები: [1] [2] |
||||
|
| 03.07.2008 | 2008 წლის 3 ივლისს ქუთაისში ანსამბლმა “ადილამ” გამართა ქართული საგალობლების და ხალხური სიმღერის კონცერტი, ანსამბლი გადახალისებული შემადგენლობით წარსდგა მაყურებლის წინაშე. პირველად ანსამბლ “ადილას” ისტორიაში მღერიან უკვე გოგონებიც, მათ შორის ერთი ამერიკელი გოგონა ქალაქ ქუთაისში საერთაშორისო ორგანიზაციაში მსახურობს, მისის სახელი და გვარია ანაბელ კალანდრუჩიო. მან შეისწავლა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. ანსამბლმა მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინა. შესრულებული იქნა ხალხურ ინსტრუმენტებზე რამოდენიმე სიმღერა, მათ შორის ჭუნირზე და გუდასტვირზე. კონცერტზე რამოდენიმე ნომერი განმეორებული იქნა მაყურებლის თხოვნით. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა, ძალიან მაღალი შეფასება მიიღო სპეციალისტებისაგან. .:სურათები ------------------------------------------------------------------------------------------------------------ | 10.05.2008 | 2008 წლის მაისში ანსამბლი “ადილა” ქორეოგრაფიულ ანსამბლ “კოლხათან” ერთად მიწვეული იყო თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე, სადაც სადაც 30 ქვეყნის ცარმომადგენელი იყო მიწვეული. “ადილა” და “კოლხა” ღირსეულად წარსდგნენ ამ ფესტივალზე და მიიწვიეს სხვა ქვეყნებში ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. ანსამბლის წევრები არფრთოვანებული დარჩნენ ფესტივალის გრანდიოზულობითა და მაღალი ორგანიზებულობით. .:სურათები ------------------------------------------------------------------------------------------------------------ | 02.05.2008 | ყოველი წლის 2 მაისს ქალაქ ქუთაისში მუხნარის ტყეში აღინიშნება ქუთაისის დღე. ანსამბლმა “ადილამ” მონაწილეობა მიიღო ქალაქის კულტურის სამსახურის მიერ მოწყობილ კონცერტში. სურათები ------------------------------------------------------------------------------------------------------------ | 9.02.2008 | ქალაქ ქუთაისში, გელათის ღვთისმშობლის მონასტერში აღინიშნა ქართველთა გამაერთიანებელი მეფის დავით აღმაშენებლის დღე “დავითობა 2008”. ანსამბლმა “ადილამ” ქართული საგალობლებით და პატრიოტული სიმღერებით გაამშვენიერა მიმდინარე ლამაზი ღონისძიება. სურათები ------------------------------------------------------------------------------------------------------------ | 10.12.2007 | ანსამბლი 2008 წელს საახალწლოდ მის მსმენელს გაუკეთებს ლამაზ საშობაო საჩუქარს, გამოვა “ადილას” რიგით მეორე CD ალბომი. 2008 წელს ასევე დაგეგმილია DVD ვერსიის გამოშვება. ------------------------------------------------------------------------------------------------------------ გვერდები: [1] [2] |
|||||
| დაგვიკავშირდით | |||||
|
სიახლე
|
|||||
| Links |
|
||||